eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

 FaRiG - მენტორობის პროგრამა კვლევითი კარიერის ხელშესაწყობად სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის

 FaRiG (Friends of Academic Research in Georgia) გთავაზობთ მენტორობის პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს ქართველი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა ახალი კვლევითი კარიერის ხელშეწყობას პროფესიონალების და უკვე განსწავლულ ექსპერტებთან FaRiG საზოგადოებაში. პროგრამა ღიაა ქართული დოქტორანტურის აპლიკანტებისთვის,  დოქტორანტებისათვის და პოსტ-დოქებისათვის, რომლებმაც დიპლომი ბოლო ხუთ წელიწადში მიიღეს.

 

მენტორები ხელმისაწვდომი იქნებიან, პირველ რიგში პრაქტიკული რჩევებისთვის, მაგალითად ისეთ საკითხებზე როგორიცაა: როგორ დაგეგმოთ კარიერა, როგორ დაწეროთ აპლიკაციები, როგორ შეადგინოთ რეზიუმე, როგორ გააკეთოთ ესსე და დაამუშავოთ არგუმენტი, როგორ მოამზადოთ ლექცია და სხვა. 

 მენტორინგის შეთანხმებები თავდაპირველად ერთი წლის განმავლობაში დგება. მენტორისა და მისის სტუდენტის სახელით შეთანხმება კონსულტაციების რეგულარულობასა და სიხშირეზე შეხვედრები უნდა ტარდებოდეს წელიწადში ორზე მეტჯერ. შეხვედრები იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გაიმართოს პირისპირ, მაგრამ სავარაუდო ურთიერთობის ძირითადი საშუალება იქნება ვიდეო ზარები (ZOOM, Messenger, WhatsApp) და/ან ელფოსტა. პროგრამასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვებისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ enquiries@farig.org.

 

FaRiG მენტორინგ პროგრამისთვის განაცხადები უნდა გაუგზავნოთ დოქტორ მეგი ქარცივაძეს მისამართზე: enquiries@farig.org 2026 წლის 30 სექტემბრისთვის.

 

ისინი უნდა შეიცავდეს: 1) განაცხადის ფორმას 2) თქვენი ბოლო უნივერსიტეტის ტრანსკრიფტებს 3) მოტივაციის წერილს (ინგლისურად), რომელშიც აღნიშნავთ  როგორია პროგრამიდან თქვენი პერსონალური მოლოდინები და როგორი მრჩეველობა გაინტერესებთ 4) თქვენი საქმიანობის ნაცნობი მასწავლებლების/მოღებულების მიერ ორი სარეკომენდაციო წერილს (ინგლისურ ენაზე) (წერილები უნდა გაიგზავნოს პირდაპირ რეკომენდატორების მიერ მისამართზე enquiries@farig.org).

 

იხილეთ აპლიკაციის ფორმა

 

 

თარიღი: 03/09/2026